უწყვეტი პროტესტის 342-ე დღეს მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს - Palitra News

უწყვეტი პროტესტის 342-ე დღეს მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს

2025-11-05 09:54:57+04:00

უწყვეტი პროტესტის 342-ე დღეს მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტეს. პროტესტის მონაწილეებმა ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გაშალეს. გზის რამდენიმე წუთით გადაკეტვისა და პოლიციის მოწოდების შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა კვლავ აღდგა. უწყვეტი პროტესტის 342-ე დღეს პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა - მათ შორისაა პოეტი, პაატა შამუგია. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ის თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს.