გლდანის რაიონში, სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გზის ორივე მხარე უკანონოდ განთავსებული საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან სპეცტექნიკით გაწმინდეს. დასუფთავების სამუშაოებს ადგილზე გაეცნო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა.
როგორც მან აღნიშნა, ქალაქის შემოგარენში, ქუჩებში სამშენებლო ნარჩენის განთავსება აკრძალულია და აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.