შალვა პაპუაშვილი - 4 ოქტომბერს იყო მხოლოდ ერთი მოძალადე მხარე, ბრიუსელისგან მხარდაჭერილი რადიკალები - მათი დაგმობა საკუთარი თავის დაგმობაც იქნებოდა, ეს არის არ დაგმობის რეალური მიზეზი - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - 4 ოქტომბერს იყო მხოლოდ ერთი მოძალადე მხარე, ბრიუსელისგან მხარდაჭერილი რადიკალები - მათი დაგმობა საკუთარი თავის დაგმობაც იქნებოდა, ეს არის არ დაგმობის რეალური მიზეზი

2025-11-05 11:56:29+04:00

არანაირი „ყველა“, ვისაც თავი უნდა შეეკავებინა ძალადობისგან, 4 ოქტომბერს არ არსებობდა. იყო მხოლოდ ერთი მოძალადე მხარე - ბრიუსელისგან მხარდაჭერილი რადიკალები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს, სადაც ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმაურება.

„ევროკავშირის ელჩის გააზრებული უარი, უყოყმანოდ დაგმოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლის და ანტიდემოკრატიული ტრაექტორიის საუკეთესო ილუსტრაციაა.

არანაირი „ყველა“, ვისაც თავი უნდა შეეკავებინა ძალადობისგან, 4 ოქტომბერს არ არსებობდა. იყო მხოლოდ ერთი მოძალადე მხარე - ბრიუსელისგან მხარდაჭერილი რადიკალები. მათი დაგმობა საკუთარი თავის დაგმობაც იქნებოდა. ეს არის არ დაგმობის რეალური მიზეზი“, - წერს პაპუაშვილი.