გუშინ ღამით რუსთაველის გამზირზე გამართულ მორიგ საპროტესტო აქციაზე პოლიციელებმა კიდევ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები სხვადასხვა იზოლატორებში არიან გადაყვანილი. დაკავებულთა შორის ერთ-ერთია პოეტი პაატა შამუგია და ის უკვე მოინახულა მისმა უფლებადამცველმა. რას აცხადებს დაკავებული და როდის ელოდებიან ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების სასამართლოში გადაყვანას