თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი, მანანა გიორგობიანი დააკავეს - Palitra News

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი, მანანა გიორგობიანი დააკავეს

2025-11-05 12:46:45+04:00

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი, მანანა გიორგობიანი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, 2 ნოემბრის ღამით, ბრალდებულმა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს, რის შემდეგაც დაუკავშირდა თავის ნაცნობს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე ექვსივე პირი. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება შესაბამის საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების ადგილსამყოფელის დადგენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

აღნიშნული დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.