ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩრდილოეთში, მოხუცებულთა თავშესაფარში ხანძარი გაჩნდა. მომხდარის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20-მდე ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩატარდება გამოძიება, რათა დადგინდეს, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. როგორც ცნობილია, ხანძარი შენობის ზედა სართულზე გაჩნდა.