რა ფორმით აპირებს ოპოზიცია პროტესტის გაგრძელებას და რაში ხედავს გამოსავალს? - Palitra News

რა ფორმით აპირებს ოპოზიცია პროტესტის გაგრძელებას და რაში ხედავს გამოსავალს?

2025-11-05 15:22:10+04:00

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე რანდენიმე სამოქალაქო აქტივისტთან ერთად, უკვე მე-9 დღეა შიმშილობენ. პარლამენტის წინ მყოფი მოშიმშილეები აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების შესაცვლელად გამოსავალი მათ შორის პროტესტის უკიდურესი ფორმებზე გადის. "ქართული ოცნების" ოპონენტები რომელებიც პარლამენტის კედლებს მიღმა რჩებიან მიიჩნევენ, რომ აუცილებელია თბილისსა და რეგიოენებში დემონსტრაციები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფორმით ჩატარდეს. ქუჩის პროტესტი და საერთაშორისო მხარდაჭერა - ახლა ის ძირითადი ორი პუნქტია, რომელზეც ოპონენტები იმედებს ამყარებენ.