მზადება 28 ნოემბერის აქციისთვის - დემონსტრაციას ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან. აქცის ორგანიზატორების განცხადებით, ზუსტად 28 ნოემბერს ერთი წლის წინ, როცა "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირთან მოლაპარაკებების გადადების გადაწყვეტილება მიიღო, ხელისუფლებამ პროევროპული კურსი რადიკალურად შეცვალა. მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ პარლამენტის წინ მოშიმშილე პირები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე და კიდევ რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი პროტესტის უკიდურეს ფორმას 29-ე დღეა მიმართავენ. მათ ჯანმართელობის მდგომარეობას მონისტორინგს უწევენ სამედიციდნო დახმარების კარავში მყოფი ექიმები.