„მიამიტი არ ვარ იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, არის თუ არა საქართველო კვლავ ასპირანტი ქვეყანა მარკ რუტემ უპასუხა, რომ „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ნატო-ს წევრობა სურს, შეუძლია სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება“. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ნატოს გენერალური მდივანი გაუგებარ მინიშნებებს აკეთებს და საქართველოსთან მიმართებით ნეგატიური პოზიციის დაფიქსირება გასაკვირია. სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, ქვეყანა ნატოს წევრობისთვის მზად არის და ახლა ბურთი მთლიანად ნატოს ტერიტორიაზეა. რას ელოდება საქართველო ნატოსგან და რამდენად აქვს შანსი ქვეყანას ევროატლანტიკური სტრუქტურის წევრი გახდეს?