„სამართალი ჭიათურას“ - ამ ლოზუნგით ჭიათურელი მაღაროელები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ - Palitra News

„სამართალი ჭიათურას“ - ამ ლოზუნგით ჭიათურელი მაღაროელები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ

2025-11-25 15:52:53+04:00

„სამართალი ჭიათურას“ - ამ ლოზუნგით ჭიათურელი მაღაროელები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ. მაღაროელი ტარიელ მიქაცაძის თქმით, ისინი უკეთესი შრომითი პირობებისთვის იბრძვიან და რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა აქვთ, მათ შორის რას ითვალისწინებდა ის რეორგანიზაცია, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ განახორციელა. მაღაროელები ღირსეულ შრომის პირობებსა და ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ. ისინი ამ მოთხოვნით 271 დღეა, რაც საპროტესტო აქციას მმართავენ. საპროტესტო მოძრაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესი შეაჩერა. მაღაროელები ასევე საუბრობდნენ ხელფასების დაგვიანებით დარიცხვაზე.