პარლამენტში ხვალ ინტერპელაციის წესით ირაკლი კობახიძეს მოუსმენენ - Palitra News

პარლამენტში ხვალ ინტერპელაციის წესით ირაკლი კობახიძეს მოუსმენენ

2025-11-25 19:02:00+04:00

26 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მოუსმენენ.

კობახიძე პარლამენტში ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მიიწვია. ინტერპელაცია ორ საკითხს შეეხება - კითხვები დაისმება უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმასთან და Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით.

პარლამენტის მოქმედი რეგლამენტით, კითხვა-პასუხის და ინტერპელაციის პროცედურის დასრულების შემდეგ, გათვალისწინებულია დებატები და სიტყვით გამოსვლები.

პრემიერის მოსმენა 12:00 საათზე დაიწყება.