თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მოსაგვარებელია „რამდენიმე დელიკატური, მაგრამ არა გადაულახავი“ დეტალი, რაც უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის შემდგომ მოლაპარაკებებს მოითხოვს - Palitra News

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მოსაგვარებელია „რამდენიმე დელიკატური, მაგრამ არა გადაულახავი“ დეტალი, რაც უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის შემდგომ მოლაპარაკებებს მოითხოვს

2025-11-25 20:13:56+04:00

არის რამდენიმე დელიკატური, მაგრამ არა გადაულახავი დეტალი, რომელიც მოსაგვარებელია და შემდგომ საუბრებს მოითხოვს უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ს შორის. ამის შესახებ აშშ-ის პრესსპიკერი, კაროლინ ლევიტი სოციალურ ქსელში წერს.

ლევიტის თქმით, აშშ-მა სამშვიდობო შეთანხმებისკენ გზაზე უზარმაზარ პროგრესს მიაღწია.

“ბოლო კვირის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ გზაზე უზარმაზარ პროგრესს მიაღწია უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომით.

არის რამდენიმე დელიკატური, მაგრამ არა გადაულახავი დეტალი, რომელიც მოსაგვარებელია და შემდგომ საუბრებს მოითხოვს უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის”, - წერს ლევიტი.