მზადება 28 ნოემბრის საპროტესტო აქციისთვის დასკვნით ფაზაში გადადის - როგორია აქციის მონაწილეთა მოლოდინი?! - Palitra News

მზადება 28 ნოემბრის საპროტესტო აქციისთვის დასკვნით ფაზაში გადადის - როგორია აქციის მონაწილეთა მოლოდინი?!

2025-11-25 20:32:49+04:00

მზადება 28 ნოემბრის საპროტესტო აქციისთვის დასკვნით ფაზაში გადადის - ზუსტად 3 დღეში, რუსთაველის გამზირზე აქტივისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გადადების გადაწყვეტილებას გააპროტესტებენ, რომელიც ერთი წლის წინ ირაკლი კობახიძემ გააჟღერა. მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ პარლამენტის წინ მოშიმშილე პირებიც. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე და კიდევ რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი პროტესტის უკიდურეს ფორმას 29-ე დღეა მიმართავენ. დემონსტრანტთა მოთხოვნები უცვლელი რჩება. უკვე 1 წელია საპროტესტო აქციის მონაწილეები ახალ საპარლამენტო არჩევნებს და აქციის ფარგლებში დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ. რა ეტაპზეა სამზადისი და როგორია აქციის მონაწილეთა მოლოდინი?!