პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის წინასასამართლო სხდომა ხვალ გაიმართება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული. ხვალინდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. გადაისინჯება დაკავებულების და ძებნაში მყოფი შს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. ასევე, გადაწყდება, გადაეცემა თუ არა საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს. დაკავებულებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ბლოკირებას ედავებიან.