76 მომხრე - 9 წინააღმდეგი. საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. გახარია საქართველოსთვის გუდნმა ახალ რედაქციას, მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის მიხედვით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება. ახალი რედაქციით, ხმის მიცემა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე იქნება შესაძლებელი. ზუსტდება არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებისა და მედიის მხრიდან მოქცევის წესებიც. კანონპროექტის მიხედვით, დგინდება რომ საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეო გადაღება აუდიომონიტორინგს არ უნდა გულისხმობდეს. ოპოზიცია დაგეგმილ ცვლილებებს საარჩევნო გარემოს გაუარესების მცდელობად აფასებს და მმართველ ძალას საარჩევნო მანიპულიციაში ადანაშაულებს. ხელისუფლება კი ცვლილებების საჭიროებას, გარე ჩარევების შემცირებით ხსნის. რა განცხადებები გაკეთდა პლენარულ სხდომაზე?!