პარლამენტის თავმჯდომარე ონლაინ მედიებს, ჟურნალისტურ სტანდარტს მოკლებული, მიკერძოებული და ბრიუსელისგან დაფინანსებული ინფორმაციების გავრცელებაში ადანაშაულებს. შალვა პაპუაშვილი ონლაინ მედიასაშუალებებს მიკროფონიან არასამთავრობო ორგანიზაციებს უწოდებს და იქვე დასძენს, რომ მათი საქმიანობა, პროპაგანდისტობაა. ქვეყნის პირველი კანონმდებლის თქმით, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ონლაინ მედიების დაფინანსების საკითხი დამალული და გაუმჭვირვალეა. მათ შორის, როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, საქართველოში ბრიუსელისგან დაფინანსებული მედიები ქსენოფობიასაც აღვივებენ, რაც მიუღებელია.