26 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ - Palitra News

26 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ

2025-11-25 20:37:31+04:00

26 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. მთავრობის მეთაური განათლების რეფორმისა და იგლ ჰილსის პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებს. ქართული ოცნების დეპუტატების თქმით, სხდომაზე ნებისნიერ შეკითხვას შესაბამისი პასუხი გაეცემა. ირაკლი კობახიძის ინტერპელაციის წესით მოსმენის თემას ეხმიანებიან ოპოზიციაშიც. ქართული ოცნების ოპონენტები განსაკუთრებული კრიტიკით არაბულ ინვესტიციებზე საუბრობენ. მათი თქმით, ხელისუფლების მთავარი პრობლემა - გაუმჭვირვალობაა