პარლამენტის თავმჯდომარე ონლაინ მედიებს, ბრიუსელისგან დაფინანსებული ინფორმაციების გავრცელებაში ადანაშაულებს - Palitra News

პარლამენტის თავმჯდომარე ონლაინ მედიებს, ბრიუსელისგან დაფინანსებული ინფორმაციების გავრცელებაში ადანაშაულებს

2025-11-26 09:30:22+04:00

პარლამენტის თავმჯდომარე ონლაინ მედიებს, ბრიუსელისგან დაფინანსებული ინფორმაციების გავრცელებაში ადანაშაულებს. ქვეყნის პირველი კანონმდებლის, შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ონლაინ მედიების დაფინანსების საკითხი ისევ დამალული და გაუმჭვირვალეა. მმართველი გუნდის ბრალდებებს ბრალდებებითვე პასუხობენ ონლაინ მედიების წარმომადგენლები. ჟურნალისტები ფიქრობენ რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან მათ წინააღმდეგ წამოწყებული ახალი კამპანიის მიზანი თავისუფალი მედიის პრესტიჟის შელახვა და ონლაინ გამოცემების საბოლოოდ დახურვაა.