დაარღვევენ თუ არა დუმილს 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული პირები - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის წინასასამართლო დღეს გაიმართება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული. „ნაციონალური მოძრაობაში“ ფიქრობენ რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც საგამოძიებო უწყება ძალადობის ორგანიზებასა ან მასში მონაწილეობაში სდებს ბრალს პოლიტიკური პატიმარია. პარტიაში მიაჩნიათ რომ აუცილებელია თავად ბრალდებულმა პირებმა დეტალურად განმარტონ, რა მოხდა 4 ოქტომბერს საპროტესტო აქციაზე და იყო თუ არა მომხდარი დაპირისპირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაორგანიზებული. საკითხს გამოეხმაურნენ პოლიტილოგებიც. ფიქრობენ რომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ყველა პირს საზოგადოების უფრო მაღალი ინფორმირებულობის ხარისხი მართებს. დაკავებულებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ბლოკირებას ედავებიან.