„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თხინვალას დასახლებაში, ცენტრალური გზის ორივე მხარე და ლეო კვაჭაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
დასუფთავების აქციაში, 40-მდე თანამშრომელთან ერთად, მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ.
მან მოუწოდა მოსახლეობას, რომ უკანონოდ არ განათავსონ საყოფაცხოვრებო ნარჩენი და მოათავსონ მხოლოდ ახლომდებარე ურნაში.