კომუნიკაციების კომისიამ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის მეორედ გამოცხადებულ „მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსში შესული 350-მდე ნაშრომიდან გამარჯვება მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლამ და ბათუმის პირველმა საჯარო სკოლამ მოიპოვეს. გამარჯვებულებს ComCom-მა მედიაპროდუქტების შექმნისთვის განკუთვნილი მაღალტექნოლოგიური პრიზები, კერძოდ, ინტერაქციული დაფა, ლეპტოპი, მობილურის შტატივი, მიკროფონი და ლედ განათება გადასცა. ამასთან, სკოლებში მოეწყო მედიალაბორატორიის საერთო სივრცე, რომელსაც მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებისთვის გამოიყენებენ. კონკურსის მთავარ თემებს ხელოვნური ინტელექტი და დეზინფორმაცია წარმოადგენდა.