პეტერ ფიშერი - გერმანია საქართველოსთან მიმართებაში გაფართოებაზე აღარ მუშაობს, ევროკავშირში ამაზე აღარავინ მუშაობს - დიდი ალბათობით, დეკემბერში, ევროპული საბჭო, ამას დაადასტურებს და საკითხი ქართული მხარის ქმედებების გამო დაიხურება - Palitra News

პეტერ ფიშერი - გერმანია საქართველოსთან მიმართებაში გაფართოებაზე აღარ მუშაობს, ევროკავშირში ამაზე აღარავინ მუშაობს - დიდი ალბათობით, დეკემბერში, ევროპული საბჭო, ამას დაადასტურებს და საკითხი ქართული მხარის ქმედებების გამო დაიხურება

2025-11-26 15:43:28+04:00

"არსებულ პირობებში, არსებული კურსით გერმანია აღარ მუშაობს გაფართოებაზე, არც არავინ ევროკავშირში“ - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა. დიპლომატი ვარაუდობს, რომ დიდი ალბათობით, დეკემბრის ევროპულ საბჭოზე, აღნიშნულ ინფორმაციას დაადასტურებენ. შესაძლოა თუ არა წლის ბოლო სამმიტზე, ევროკავშირის ლიდერებმა შეხვედრის დასკვნით დოკუმენტში დააფიქსირონ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია დასრულებულია? პოლიტიკოსები საკითხზე საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამენ? რა მოსაზრებები გააჩინა გერმანელი დიპლომატის გზავნილებმა საქართველოში?