დონალდ ტრამპი სტივ უიტკოფსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციაზე - ეს მოლაპარაკების ძალიან სტანდარტული ფორმაა - Palitra News

დონალდ ტრამპი სტივ უიტკოფსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციაზე - ეს მოლაპარაკების ძალიან სტანდარტული ფორმაა

2025-11-26 15:54:47+04:00

„28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც აშშ-ის მიერ მომზადდა, დაიხვეწა, უთანხმოების მხოლოდ რამდენიმე პუნქტი რჩება“ - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომელმაც საკითხზე სტივ უიტკოფს მოსკოვში პუტინთან, არმიის მდივანს კი უკრაინელებთან შეხვედრა დაავალა. დარჩება თუ არა რუსეთის ევროპისთვის საფრთხედ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც? - კითხვაზე ნატო-ს გენერალურმა მდივნის პასუხია, რომ დიახ, თუმცა უკრაინაში ომი წლის ბოლომდე დასრულება შესაძლებელია. ევროპელი ლიდერები კი აცხადებენ, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება სამართლიან და მდგრად მშვიდობას, უკრაინისა და ევროპის რეალურ უსაფრთხოებას უნდა უზრუნველყოფდეს და არ შეიძლება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეზღუდვები დაუწესდეს.