პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება - Palitra News

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება

2025-11-26 18:17:24+04:00

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება.

ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 1-ელი მარტიდან იქნება ლიკვიდირებული. ამ ორი სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები კი, აუდიტის სამსახურს გადაეცემა.

გარდა ამისა, 1-ელი იანვრიდან ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილის თანამდებობებიც უქმდება, ბიზნესომბუდსმენის აპარატი კი ლიკვიდირებული იქნება. პარლამენტმა “ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას მხარი უკვე დაუჭირა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.