პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის ფორმატში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მოუსმინეს. მთავრობის მეთაურმა დაანონსებული განათლების რეფორმის ირგვლივ დასმულ აქტუალურ კითხვებს უპასუხა და საქართველოში არაბული ინვესტიციის შესახებ დამატებითი განმარტებები გააკეთა. როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, ხელშეკრულებით, ინვესტორი პროექტის დაფინანსებისა და განხორციელების ვალდებულებას იღებს, რაც ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვას, ან ბინადრობის ნებართვის გაცემის კუთხით შეღავათებს არ გულისხმობს. მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტი უნაკლოა და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკისთვის მხოლოდ სარგებელი მოაქვს. რაც შეეხება განათლების რეფორმას, აღინიშნა რომ ცვლილებები იმ გამოწვევებს უპასუხებს, რომლებიც განათლების სისტემის კუთხით ქვეყანაში არსებობს. მათ შორისაა, ინფრასტრუქტურული საკითხები, სწავლების ხანგრძლივობა და სხვა. პარლამენტში მთავრობის მეთაურის მოსმენა დებატების ფორმატში წარიმართა. რა კითხვები ჰქონდათ კანონმდებლებს პრემიერ-მინისტრთან და რა დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით?!