საქართველოში გერმანიის ელჩმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში მმართველი გუნდის ბრალდებები, ვენის კონვენციისა და დიპლომატიური სტანდარტის დარღვევასთან დაკავშირებით - უარყო - რას პასუხობენ ელჩს მმართველი გუნდის წარმომადგენლები?! - Palitra News

საქართველოში გერმანიის ელჩმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში მმართველი გუნდის ბრალდებები, ვენის კონვენციისა და დიპლომატიური სტანდარტის დარღვევასთან დაკავშირებით - უარყო - რას პასუხობენ ელჩს მმართველი გუნდის წარმომადგენლები?!

2025-11-26 20:55:16+04:00

საქართველოში გერმანიის ელჩმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში მმართველი გუნდის ბრალდებები, ვენის კონვენციისა და დიპლომატიური სტანდარტის დარღვევასთან დაკავშირებით - უარყო. როგორც პეტერ ფიშერი აცხადებს, საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში არასდროს ჩარეულა და არც უკანონო ნაბიჯები გადაუდგამს. ფიშერის თქმით, მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ, შეგროვებულ ინფორმაციას გერმანიასა და ევროკავშირს წარუდგენს. ამავე ინტერვიუსას, დიპლომატმა დასძინა, რომ გერმანია საქართველოს დასავლურ ინტეგრაციაზე აღარ მუშაობს. მისივე განცხადებით, საკითხი დაპაუზებულია, ევროკავშირის დონეზეც. როგორც ელჩი განმარტავს, ხელისუფლებამ ევროპულ კურსს გადაუხვია, რაზეც სრული პასუხისმგებლობა მხოლოდ ქართულ მხარეს ეკისრება. რას პასუხობენ ელჩს მმართველი გუნდის წარმომადგენლები?!