პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე და კიდევ 5 პირი კვლავ პატიმრობაში რჩებიან - რას აცხადებენ ბრალდებულები, როგორია დაცვის მხარისა და პროკურატურის პოზიცია?! - Palitra News

პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე და კიდევ 5 პირი კვლავ პატიმრობაში რჩებიან - რას აცხადებენ ბრალდებულები, როგორია დაცვის მხარისა და პროკურატურის პოზიცია?!

2025-11-26 20:56:48+04:00

პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე და კიდევ 5 პირი კვლავ პატიმრობაში რჩებიან. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. გადაისინჯა დაკავებულების და ძებნაში მყოფი შს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება და ძალაში დარჩა. სიტყვით ისარგებლეს ბრალდებულების ნაწილმა. 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებული პროცესიდან გააძევეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, თინა ბოკუჩავა. რას აცხადებენ ბრალდებულები, როგორია დაცვის მხარისა და პროკურატურის პოზიცია?!