გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის გზავნილები და შეფასება პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის გზავნილები და შეფასება პოლიტიკურ სპექტრში

2025-11-27 09:35:35+04:00

გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის გზავნილები განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში.როგორც ელჩი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განმარტავს, ხელისუფლებამ ევროპულ კურსს გადაუხვია. ფიშერის გზავნილები არ უკვირთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ქართული ოცნება დასავლელ პარტნიორებსა და ელჩებს თავს ესხმის. განსხვავებული მოსაზრება აქვთ მმართველ გუნდში. ქართული ოცნების წევრები პეტერ ფიშერს რადიკალიზმის წახალისებაში ადანაშაულებენ და ამბობენ რომ გერმანიის ელჩი ვენის კონვენციას არღვევს.