აშშ-ის ეროვნული გვარდიის ორი წევრი, რომლებიც ვაშინგტონის ცენტრში შეიარაღებული თავდასხმისას დაიჭრნენ, კრიტიკულ მდგომარეობაში არიან - Palitra News

აშშ-ის ეროვნული გვარდიის ორი წევრი, რომლებიც ვაშინგტონის ცენტრში შეიარაღებული თავდასხმისას დაიჭრნენ, კრიტიკულ მდგომარეობაში არიან

2025-11-27 09:38:48+04:00

აშშ-ის ეროვნული გვარდიის ორი წევრი, რომლებიც ვაშინგტონის ცენტრში შეიარაღებული თავდასხმისას დაიჭრნენ, კრიტიკულ მდგომარეობაში არიან. თეთრ სახლთან ახლოს ეროვნული გვარდიის ორი ჯარისკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. პოლიციაში განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია. აშშ-ის პრეზიდენტმა მომხდაეს საშინელი თავდასხმა და ბოროტების, სიძულვილისა და ტერორის აქტი უწოდა. მისი თქმით, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი დარწმუნებულია, რომ ეროვნული გვარდიის ორ წევრზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი აშშ-ში ავღანეთიდან ჩავიდა.