ჰონგ კონგის პოლიციამ მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სამი პირი დააკავა. ამის შესახებ პოლიციის წარმომადგენელი აცხადებს. ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 40-ს შეადგენს, ხოლო 279 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ხანძარი გაჩნდა, რვა შენობისგან შედგება და ორი ათასამდე საცხოვრებელ ბინას ითვლის, სადაც 4 600 ადამიანი ცხოვრობს. მედიის ცნობით, ცეცხლი მაშინ გაჩნდა, როდესაც ტერიტორიაზე მიწისქვეშა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.