კუპატას სევდიანი და გამორჩეული ისტორია წიგნის ავტორმა ევროპული სკოლის 12 წლამდე ბავშვებს პირადად გააცნო - გიორგი კეკელიძემ ბავშვებს კუპატას თავგადასავალის შექმნის ისტორიის შესახებ მოუთხრო და წიგნის დასამახსოვრებელ პერსონაჟებზე ესაუბრა - Palitra News

კუპატას სევდიანი და გამორჩეული ისტორია წიგნის ავტორმა ევროპული სკოლის 12 წლამდე ბავშვებს პირადად გააცნო - გიორგი კეკელიძემ ბავშვებს კუპატას თავგადასავალის შექმნის ისტორიის შესახებ მოუთხრო და წიგნის დასამახსოვრებელ პერსონაჟებზე ესაუბრა

2025-11-27 09:39:11+04:00

კუპატას სევდიანი და გამორჩეული ისტორია წიგნის ავტორმა ევროპული სკოლის 12 წლამდე ბავშვებს პირადად გააცნო. გიორგი კეკელიძემ ბავშვებს კუპატას თავგადასავალის შექმნის ისტორიის შესახებ მოუთხრო და წიგნის დასამახსოვრებელ პერსონაჟებზე ესაუბრა. სინქრონი გიორგი კეკელიძის წიგნის „კუპატას თავგადასავალის“ პრეზენტაცია ევროპული სკოლის მიერ მოწყობილი ლიტერატურული კვირეულის ფარგლებში გაიმართა. კვირეულზე ექვსი გამომცემლობა მიიწვიეს. მოსწავლეები კუპატას თავგადასავალის გარდა პალიტა ელის მიერ გამოცემულ სხვა წიგნებსაც გაეცნენ. მათ შორის იყო ბავშვებისთვის გამორჩეულად საყვარელი „თომას ზღაპრები“ და „გურული დღიურები“ სინქრონები საინტერესო შეხვედრის ბოლოს მწერალმა და ავტორმა ბავშვებს მისი ავტორობით გამოცემულ წიგნებზე სამახსოვრო წარწერები და ხელმოწერა დაუტოვა .