მედია - რუსეთის სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა - სამარის აეროპორტი დროებით დაიხურა - Palitra News

მედია - რუსეთის სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა - სამარის აეროპორტი დროებით დაიხურა

2025-11-27 10:34:31+04:00

რუსეთის სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული „ტელეგრამ“ არხის Astra-ს ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის სამიზნე ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ქალაქ ნოვოკუიბიშევსკში აფეთქებების ხმა ისმოდა.

ასევე, „როსავიაციამ“ განაცხადა, რომ სამარის აეროპორტი დროებით დაიხურა.