რა შეფასებების მოჰყვა პრემიერის, ირაკლი კობახიძის ინტერპელაციას პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

რა შეფასებების მოჰყვა პრემიერის, ირაკლი კობახიძის ინტერპელაციას პოლიტიკურ სპექტრში

2025-11-27 12:33:30+04:00

პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გზავნილებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აკრიტიკებენ. როგორც ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, განათლების რეფორმასთან და არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურის განმარტებები არაკომპეტენტური და არაზუსტია. მათი თქმით, პასუხგაუცემელი რჩება რიგი საკითხები, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვის სენსიტიურია. მათ შორის, აღნიშნავენ, რომ დაგეგმილმა პროექტმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას დემოგრაფიას და დააზიანოს ეროვნული ინტერესები.