აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ქობულეთში დააკავეს - Palitra News

აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ქობულეთში დააკავეს

2025-11-27 12:34:13+04:00

აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი ქობულეთში დააკავეს. მსჯავრდებული 1991 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. ის ინტერპოლის წითელი ცირკულარით, 2025 წლის 17 ოქტომბრიდან, თურქეთში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და სხეულის განზრახ დაზიანების ბრალდებით იძებნებოდა.