დაანონსებულ საპორტესტო მსვლელობამდე ერთი დღე რჩება - რა არის დაგეგმილი 28 ნოემბერს - Palitra News

დაანონსებულ საპორტესტო მსვლელობამდე ერთი დღე რჩება - რა არის დაგეგმილი 28 ნოემბერს

2025-11-27 12:36:59+04:00

საპროტესტო აქციები ქალაქში, 28 ნოემბერს დაგეგმილი მსვლელობა და მოშიმშილეები პარლამენტთან - მოქალაქეების ნაწილი ქართული ოცნების პოლიტიკის საპასუხოდ პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მესამე სექტორის წარმომადგენლები, მოქალაქეები, რომლებიც 31 დღეა შიმშილობენ პროტესტის გაფართოების მნიშვნელობაზე საუბრობენ. ისინი 28 ნოემბერს, დღეს, როდესაც ერთი წლის წინ "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირთან მოლაპარაკებების გადადების გადაწყვეტილება გამოაცხადა, მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ. თითქმის ერთლიანი პროტესტი "ქართული ოცნების" პოლიტიკის წინააღმდეგ.