აშშ-ის მოქალაქეობისა და ემიგრაციის სამსახურში განაცხადეს, რომ ავღანეთის მოქალაქეებთან დაკავშირებული ყველა საიმიგრაციო მოთხოვნის დამუშავება განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა.თეთრ სახლთან ეროვნული გვარდიის ორი ჯარისკაცი დაჭრეს. პოლიციაში განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია. შემთხვევას გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც აღნიშნა, რომ დაკავებული ეჭვმიტანილი უცხოელია, და ის აშშ-ში ავღანეთიდან 2021 წლის სექტემბერში შევიდა. როგორც მედია იუწყება, დაკავებული შეერთებულ შტატებში „ოპერაცია – მოკავშირეების მიღების“ ფარგლებში ჩავიდა. ეს იყო ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პროგრამა. პროგრამის მიზანი იმ ათასობით ავღანელის მიღება იყო, რომლებიც აშშ-ს ავღანეთში ეხმარებოდნენ და ამერიკული ჯარების გასვლის შემდეგ რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.