ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგგარეშე შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პუტინს ბრძოლის ველზე თავისი მიზნების მიღწევა არ შეუძლია, ამიტომ შეეცდება მათ მოლაპარაკებების გზით მიაღწიოს. კაია კალასის განმარტებით, მოსაზრება, რომ უკრაინა მარცხდება, მცდარია. მანამდე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება დამოკიდებულია წევრების კონსენსუსზე და არა რუსეთის პოზიციაზე.ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ კონტექსტში უკრაინას უნდა ჰქონდეს „საკმარისად საიმედო უსაფრთხოების გარანტიები“, რათა რუსეთმა აღარასდროს სცადოს მასზე თავდასხმა, თუ ნატო-ში გაწევრიანება არ განიხილება.