ქართველ მოქანდაკეს გიორგი შხვაცაბაიას ანტიკური ოლიმპიის საპატიო მოქალაქის სიგელი გადაეცა - Palitra News

ქართველ მოქანდაკეს გიორგი შხვაცაბაიას ანტიკური ოლიმპიის საპატიო მოქალაქის სიგელი გადაეცა

2025-11-27 12:41:42+04:00

ქართველ მოქანდაკეს გიორგი შხვაცაბაიას ანტიკური ოლიმპიის საპატიო მოქალაქის სიგელი გადაეცა გუშინ საბერძნეთში, ანტიკური ოლიმპიის მერიაში მისთვის ოლიმპიის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული საზეიმო შეხვედრა გაიმართა, რომელიც , რომელიც სიმბოლურად დაემთხვა ოლიმპიაში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ცეცხლის ანთების ტრადიციულ ცერემონიას. სწორედ ოლიმპიის მერიის შენობის წინ, ქალაქის ცენტრშია აღმართული გიორგი შხვაცაბაიას ბრინჯაოს ცნობილი ქანდაკება - „მშვდობის ჩირაღდანი.“