საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე, სოფელ დაბა სტეფანწმინდაში და დაბა დუშეთში მოქმედ ნაგავსაყრელებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო. სოფელ დაბა სტეფანწმინდაში არსებული ნაგავსაყრელის ფართობი 21 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს და ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ემსახურება, ხოლო დაბა დუშეთში მდებარე ნაგავსაყრელზე, რომლის ფართობი 30 ათას კვადრატულ მეტრამდეა, ნარჩენი.დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებიდან შედის. ნაგავსაყრელებზე 24 საათანი მეთვალყურეობა მიმდინარეობს.