ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისში საცხოვრებელი ბინის ქირა 12%-ით გაიაფდა. „თიბისი კაპიტალი“ უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვას აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ამ წლის ოქტომბერში,
დედაქალაქში 1 კვ.მ-ის საშუალო გასაქირავებელი ფასი 10 დოლარს მცირედით აჭარბებდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საცხოვრებელი ფართის გაქირავების ღირებულება დედქალაქში გასულ წელთან შედარებით
12%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება ამონაგებს, ეს მაჩვენებელიც შემცირებულია 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით და 8.2% შეადგინა. რაც შეეხება გაყიდვებს, 2025 წლის ოქტომბერში დედაქალაქში 4 129 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 13%-იანი ზრდაა. ამავე პერიოდში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილმა გასაყიდმა ფასმა 1 347 დოლარი შეადგინა.