აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების გამო გამოწერილი ჯარიმებით თბილისის ბიუჯეტში ამ წლის განმავლობაში თითქმის 800 მილიონი ლარი შევიდა - Palitra News

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების გამო გამოწერილი ჯარიმებით თბილისის ბიუჯეტში ამ წლის განმავლობაში თითქმის 800 მილიონი ლარი შევიდა

2025-11-27 13:33:02+04:00

აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების გამო გამოწერილი ჯარიმებით თბილისის ბიუჯეტში ამ წლის განმავლობაში თითქმის 800 მილიონი ლარი შევიდა. ეს გასული წლის სრულ მაჩვენებელს 10%-ით აღემატება. რაც შეეხება გამოწერილი საჯარიმო ოქმების რაოდენობას, 2025 წელს აკუსტიკური ხმაურისთვის თბილისში ფიზიკურ პირზე 21 ოქმი გამოიწერა, რომელთა საჯარიმო სანქციამ 18 450 ლარი შეადგინა, ხოლო იურიდიულ პირებზე 174 ოქმის გამოწერა მოხდა, საჯარიმო თანხით 781 500 ლარის ოდნობით. აღსანიშნავია, რომ ბოლო 4 წლის სტატისტიკით, აკუსტიკური ხამურის დასაშვებ ნორმებზე გადამეტების გამო გამოწერილი ჯარიმებით დედაქალაქის ბიუჯეტში შესული თანხა 434%-ითაა გაზრდილი. შეგახსენებთ, რომ აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას - 1500 ლარის ოდენობით.

განმეორებით სამართალდარღვევა კი ითვალისწინებს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის 5 000 ლარის ოდენობით.