იანვარ-ოქტომბერში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 6.3%-ით შემცირდა - Palitra News

იანვარ-ოქტომბერში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 6.3%-ით შემცირდა

2025-11-27 13:34:48+04:00

იანვარ-ოქტომბერში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 6.3%-ით შემცირდა. მართალია, ამ წლის ოქტომბერში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 20.4%-ით, 1 155 გვტ. საათამდე გაიზარდა, რაც „თიბისი კაპიტალის“ კვლევით გაუმჯობესებული ჰიდროლოგიური პირობებით არის გამოწვეული, თუმცა ელექტროენერგიის წარმოება წინა წელთან დადარებით არის შემცირებული. კერძოდ, 2025 წლის პირველ ათ თვეში, საქართველოში ჯამურად 11 538 გვტ. საათი ელექტროენერგია გამომუშავდა, რაც 6,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩევნებელზე. რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას, ოქტომბერში წლიურად 2.7%-ით გაიზარდა და 1 127 გვტ. საათი შეადგინა. ამასთანავე, იანვარ-ოქტომბრის ჭრილში წლიურად ელექტროენერგიის მოხმარების 2.3%-იანი მატება ფიქსირდება. კერძოდ, მიმდინარე წლის ათ თვეში ელექტროენერგიის მოხმარებამ 11 723 გვტ. საათი შეადგინა.