საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის გზავნილები კვლავ პოლიტიკური შეფასებებისა და განხილვის თემაა. დიპლომატი აცხადებს, რომ გერმანია საქართველოს დასავლური კურსისთვის აღარ მუშაობს. ევროინტეგრაციის პროცესში, ქვეყნის უკუსვლაში კი პასუხისმგებლობას ქართული ოცნებას აკისრებს. ელჩი უარყოფს იმ ბრალდებებსაც, რომელიც ბოლო პერიოდში მისი მისამართით ისმოდა. ფიშერის თქმით, მმართველი გუნდის განცხადებები ვენის კონვენციისა და დიპლომატიის სტანდარტის დარღვევაზე რეალობას არ შეესაბამება, რადგან მას უკანონო არაფერი ჩაუდენია. როგორც დიპლომატი განმარტავს, ევროინტეგრაციის ნაწილში საბოლოო შეფასებებს დეკემბერში, ევროპული საბჭო გააკეთებს.