2024 წლის 28 ნოემბრიდან, 2025 წლის 28 ნოემბრამდე - 1 წელია დემონსტრანტები ევროკავშირთან მოლაპარაკებების გადადების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ქვეყნის პროდასავლურ კურსზე დაბრუნების გარდა, მოთხოვნები ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და საპროტესტო აქციებისას დაკავებულ პირთა გათავისუფლებასაც მოიცავს. ამ მიზნით, პარლამენტთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გედევნ ფოფხაძე და მასთან ერთად, კიდევ 5 პირი შიმშილობს. ხვალ დაგეგმილ აქცია-მსვლელობას უერთდებიან, როგორც პარლამენტის წინ მოშიმშილეები, ისე ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მათ რიგებში, არ იქნებიან გახარია საქართველოსთვის წევრები. პარტიაში ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის გვერდით არ დადგებიან, რადგან მათი მონაწილეობით 4 ოქტომბრის პროვოკაციამ გულწრფელი პროტესტი დააზიანა.