სასამართლოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ბრალდებულებიდან 10 თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, დანარჩენი სამი: მიხეილ თოლორაია, გია თოლორაია და კობა ეპიტაშვილი დუმილის უფლებით სარგებლობენ. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. გადაისინჯება დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებაც. საბოლოოდ, კი გადაწყდება, გადაეცემა თუ არა საქმე, არსებითად განსახილველად სასამართლოს. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.