დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციები 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა საახლწლო დეკორაციების მონტაჟი დაწყებულია. მთავრობის სხდომიდან ცნობილი გახდა სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისა და გზების რეაბილიტაციის შესახებ. კერძოდ, კალაძის თქმით,ვახუშტის ხიდიდან გიორგი სააკაძის მოედნის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი მოეწყობა. სამუშაოები 28 ნოემბრის 00:00 საათიდან დაიწყება და, დაახლოებით, ორი კვირის ვადაში დასრულდება.