ევროპარლამენტის შიდა ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტმა მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული ლობირების გამჭვირვალობის შესახებ ახალ წესებს მხარი დაუჭირა - Palitra News

ევროპარლამენტის შიდა ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტმა მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული ლობირების გამჭვირვალობის შესახებ ახალ წესებს მხარი დაუჭირა

2025-11-27 15:38:01+04:00

ევროპარლამენტის შიდა ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტმა მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული ლობირების გამჭვირვალობის შესახებ ახალ წესებს მხარი დაუჭირა. ევროპარლამენტის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი წესები მიზნად ისახავს ლობირების საერთაშორისო ხასიათისა და დემოკრატიულ პროცესებზე შესაძლო უცხოური გავლენის საკითხის მოგვარებას. წესები ვრცელდება ანაზღაურებადი ლობირების საქმიანობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკაზე, კანონმდებლობაზე ან გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენას. ეს შეიძლება, მოიცავდეს შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზებას, კონსულტაციებსა და მოსმენებში ჩართვას, საკომუნიკაციო კამპანიებს, დოკუმენტების მომზადებას და კვლევებს. წესები არ ვრცელდება ოფიციალურ სამთავრობო და დიპლომატიურ სამუშაოზე, მედიასერვისებზე, იურიდიულ კონსულტაციასა და აკადემიურ კვლევაზე.