ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა - Palitra News

ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა

2025-11-27 18:38:33+04:00

ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ჰონგ-კონგის ლიდერის, ჯონ ლის განცხადებით, საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძარი „ფაქტობრივად, კონტროლის ქვეშ არის“.

„ადგილზე რთული პირობებია, თუმცა სამაშველო სამუშაოები არ შეჩერდება“, - განაცხადა ჯონ ლიმ.

ასევე, ლის ცნობით, მაშველებმა 55 ადამიანის ცოცხლად გამოყვანა შეძლეს.