საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყებიდან ზუსტად 1 წელი გადის - სწორედ ამიტომ, ხვალ, 28 ნოემბერს თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიგეგმა - Palitra News

საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყებიდან ზუსტად 1 წელი გადის - სწორედ ამიტომ, ხვალ, 28 ნოემბერს თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიგეგმა

2025-11-27 20:23:58+04:00

საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყებიდან ზუსტად 1 წელი გადის - სწორედ ამიტომ, ხვალ, 28 ნოემბერს თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიგეგმა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, თავდაპირველად 19 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ელ კორპუსთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ. ამასთანვე, ისინი ამბობენ, რომ გარდა ამ ორი ადგილისა მოქალაქეები დედაქალაქის სხვა ლოკაციებზეც შეიკრიბებიან. საპროტესტო მსვლელობის ლიდერები ამბობენ, რომ ხვალიდან ეს პროცესი ახალ ეტაპზე გადავა, ვინაიდან, როგორც თავად ამტკიცებენ, აქვთ ახალი იდეები, რომელსაც საზოგადოებას სწორედ ხვალ გააცნობენ. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილ საპროტესტო აქციას არ უერთდებიან პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წარმომადგენლები. როგორია მომიტინგეთა გეგმები და რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები?