4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების სასამართლო სხდომები გრძელდება - ვალერიან ბუგიანიშვილმა პატიმრობაში დატოვა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ყველა ის პირი, რომელთა საქმესაც განიხილავდა - Palitra News

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების სასამართლო სხდომები გრძელდება - ვალერიან ბუგიანიშვილმა პატიმრობაში დატოვა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ყველა ის პირი, რომელთა საქმესაც განიხილავდა

2025-11-27 20:28:01+04:00

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების სასამართლო სხდომები გრძელდება. მოსამართლე ნატო ხუჯაძის მსგავსად, მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა პატიმრობაში დატოვა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ყველა ის პირი, რომელთა საქმესაც განიხილავდა. ასეთი სულ 14 ადამიანია. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ასე მოიქცა თბილისის საქალაქო სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლე ნატო ხუჯაძეც. ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და გამოძიების უსამართლობაზე მიუთითებენ. 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პოლიციამ 60-ზე მეტი პირი დააკავა, პროკურატურამ ბრალი 64 ადამიანს წაუყენა.